Thumbnail
  • გამარჯვებულები ექვს კიბერსპორტულ სახეობაში გამოვლინდებიან
  • ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ლარია

ქართული კიბერსამყარო ყველაზე მასშტაბური ტურნირის, "ევროპაბეთის ზამთრის თასის" გრანდ ფინალის მოლოდინშია, რომელიც საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ტარდება. ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება 27 იანვარს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ტურნირმა სტარტი 13 ნოემბერს აიღო და ექვს სახეობაში მიმდინარეობდა - DOTA 2, CS:GO, League Legends, Pubg Mobile, FIFA 22 და TEKKEN 7. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ორ ნაწილად დაიყო: პირველ ეტაპს საქართველოს ეროვნული ლიგა ერქვა, რომელშიც საუკეთესო გუნდები და მოთამაშეები "ევროპაბეთის ზამთრის" თასზე მოსახვედრად იბრძოდნენ.

პირველი სახეობა, რომელშიც "ევროპაბეთის ზამთრის თასის" მონაწილეები გამოვლინდნენ, FIFA 22 იყო. ყველაზე კარგად მომზადებული ნიკუშა ხევიაშვილი და ზუკო ჯიბლაძე აღმოჩნდნენ. ზუკომ, რომელიც დინამო ბათუმის ღირსებას იცავს, გრანდ ფინალის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა, ხოლო ხევიაშვილი თავიდანვე დომინირებდა.

ჩემპიონატში ყველაზე დიდი აქტიურობა Pubg Mobile-მა გამოიწვია, რომელშიც ასზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. ფავორიტმა გუნდებმა გზა საკმაოდ მარტივად გაიკაფეს. გრანდ ფინალში სულ 16 გუნდი გავიდა. მათი სრული სია ასე გამოიყურება: TEAM ONYX, ALPI, UNFORGETTABLE GAMING, TEAM SS, CLAN 13, UNREAL WHITE, DESTINATION, TRIBE OF KAEL, TEAM AGAIN, INVICTUS FORCE, FURY ESPORTS, CRYPTIC RISING, HELL GUARDS, IT’S ME, FIGHT CLUB და RENAISSANCE.

League Legends-ში ტურნირმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. მასში 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე კარგად მომზადებული Remex's Funeral და Grave Diggers-ის კოლექტივი აღმოჩნდა, რომლებიც პლეი ოფში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ, სადაც გამარჯვება Grave Diggers-ის ხუთეულს დარჩა. გრანდ ფინალში კი Remex's Funeral რევანშის აღებას ეცდება. 

CS:GO ქართული გეიმინგში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელშიც ფინალის საგზური UNDEFEATED-მა და PROTOS მოიპოვეს. ისინი თავიდანვე ფავორიტებად მოიაზრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ PROTOS-ის ხუთეული ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიკრა.

ჯგუფურ ეტაპზე დაუმარცხებელი HOCH.EFF მესამე ადგილზე გავიდა.

DOTA 2-ის ქართულ ტურნირებში, ტრადიციულად, ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება Monaspa, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემპიონატი არ წაუგია. გრანდ ფინალში მათი მეტოქე Es Vardi shen იქნება, რომლებმაც IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კარგი თამაშით ყველას თავი დაამახსოვრეს და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს.

რაც შეეხება TEKKEN-ს: აქაც ყველაფერი ლოგიკური სცენარით განვითარდა. ფინალის საგზური ქვეყნის ორმა უძლიერესმა მოთამაშემ, გუგა ირემაშვილმა (duelist17) და დავით კასრაძემ (protos|ultra instict potato) მიიღეს, რომლებიც წლებია, ტრადიციულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ. მესამე ადგილზე გიგა ნებიერიძე (gigloni) გავიდა, რომელიც ტურნირის მთავარ აღმოჩენად იქცა.

"ევროპაბეთის ზამთრის თასის" საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ლარს შეადგენს, აქედან თითოეულ გუნდურ სახეობაზე 20 000 ლარია გამოყოფილი. FIFA-ს საპრიზო ფონდი 10 000 ლარია, ხოლო TEKKEN-ის 8 000 ლარი.

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა. მათგან ერთი, რატი ნანავა eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან.

კომენტარები

ბოლო ამბები