Thumbnail

ახლახან ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი აღიარეს. საინტერესოა, ვის მისცეს ხმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა თავკაცმა ვილი სანიოლმა და გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.

ვილი სანიოლმა თანამემამულე ქარიმ ბენზემა გამოარჩია და რეალის სუპერვარსკვლავს პირველი ადგილი მიანიჭა. სანიოლმა მე-2 ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი დააყენა, ხოლო მესამეზე კვლავ ფრანგი - კილიან მბაპე. საუკეთესო მწვრთნელად სანიოლმა რობერტო მანჩინი დაასახელა.

ჯაბა კანკავამ საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა, მეორე ადგილზე მან ფრანგი ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე გაიყვანა, მესამეზე - ჟორჟინიო. როგორც ხედავთ, გამარჯვებული რობერტ ლევანდოვსკი ნაკრების კაპიტანმა სამეულშიც არ შეიყვანა. მწვრთნელებში კანკავას რჩეული რობერტო მანჩინია. 

ქართული მედიის წარმომადგენლის, ზურაბ ფოცხვერიას არჩევანი ასეთია: 1. რობერტ ლევანდოვსკი, 2. ქარიმ ბენზემა, 3. კრიშტიანო რონალდო. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები