Thumbnail

ლოკომოტივს ჭაღიაშვილი გაწვრთნის - ის ჭიაბრიშვილის ასისტენტი იყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

თბილისურმა ლოკომოტივმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლაშა ჭაღიაშვილი დანიშნა, რომელიც დედაქალაქურ კლუბში მრავალი წელია მუშაობს. ამ ინფორმაციას ეროვნული ლიგის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

“ლაშა ჭაღიაშვილი 2009-2010 წლების სეზონში ლოკომოტივში გელა სანაიას ასისტენტი იყო, 2010-2011 წლებში კი დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის ტორპედოში, დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა. 2014-2015 წლების სეზონში ლაშა ლოკომოტივში დაბრუნდა და მას შემდეგ ლოკოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. ბოლოს ის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტი იყო”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივის უწინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბი გასული წლის მიწურულს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, რასაც არსებულ ფინანსურ სიძნელეებთან დაკავშირებული განცხადებაც მოჰყვა. ლოკომოტივში პრობლემები მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებული ახალი ეგულაციების შესახებ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში თბილისის ლოკომოტივი მე-5 ადგილზე გავიდა და ევროთასებზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. 2020 წელს ლოკომ ევროპალიგაზე დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა, როდესაც რუმინული კრაიოვა და დინამო მოსკოვი დაამარცხა, ასპარეზობას კი ესპანურ გრანადასთან, სტუმრად განცდილი მარცხით გამოეთიშა.

🔴 ლაშა ჭაღიაშვილი თბილისი ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია. ლაშა ჭაღიაშვილი უკვე 10 წელზე მეტია რაც თბილისის ლოკომოტივში მუშაობს. Welcome back Lasha !

Posted by FC Locomotive Tbilisi on Monday, January 17, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები