Thumbnail
  • ბეკერმა და ვილანდერმა ჯოკოვიჩის სიტუაციის შესახებ ისაუბრეს
  • ბეკერის თქმით, ჯოკოვიჩის სკანდალით ყველა მხარე წაგებულია

ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კვლავ საჩოგბურთო სამყაროს მთავარ განსახილველ თემად რჩება. ავსტრალიის ღია პირველობის პირველივე დღეს, 'ევროსპორტის' ეთერში, სერბის შესახებ ლეგენდებმა, ბორის ბეკერმა და მატს ვილანდერმა ისაუბრეს.

"თავდაპირველად ცოტა გამიკვირდა, როცა ჯოკოვიჩმა პირველი სასამართლო მოიგო, თუმცა მთავრობამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. ამ სიტუციას გამარჯვებულები არ ჰყავს. ჯოკოვიჩმა დიდი ფასი გადაიხადა, ვიქტორიას შტატი ცუდად გამოიყურებოდა მთელი ამ სკანდალის განმავლობაში, ავსტრალიის მთავრობა ცუდად გამოიყურებოდა... არც კი ვიცი რაც ვთქვა." - განაცხადა ბეკერმა.

გერმანელმა, რომელიც წლების განმავლობაში ჯოკოვიჩის მწვრთნელი იყო, ისიც აღნიშნა, რომ რთულად პროგონიზირებადია, ნოვაკი როგორ მოიქცევა.

მატს ვილანდერმა კი თქვა, რომ ავსტრალიის ღია პირველობა ჯოკოვიჩის საყვარელი ტურნირია და მისთვის აქ ართამაში დიდი დარტყმა იყო: "მას შეეძლო, ჩამოსვლამდე რაღაცები სხვანაირად გაეკეთებინა. თუმცა, ავსტრალიაში ყოფნის პერიოდში მუდამ სწორად იქცეოდა, სწორ განცხადებებს აკეთებდა, ცდილობდა, ხმამაღალი სკანდალი თავიდან აერიდებინა. მას შეეძლო სარეკორდო დიდი სლემი მოეგო. ავსტრალია მისი საყვარელი ტურნირია და უკვე ცხრაჯერ აქვს მოგებული. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ჩოგბურთის ისტორია შეცვალა."

უახლოეს თვეებში კიდევ ორი დიდი სლემის ტურნირი ჩატარდება - მაისში 'როლან გაროსია', ივნისში კი - 'უიმბლდონი'. ჯოკოვიჩთან დაკავშირებული სკანდალი შესაძლოა ამ დიდ სლემებსაც შეეხოს...

კომენტარები

ბოლო ამბები