Thumbnail
  • 📅 18 იანვარი | 🎾 მელბურნი |⌚ 04:00 | ნიკოლოზ ბასილაშვილი V ენდი მარი
  • ჩოგბურთელები უკანასკნელ 10 დღეში ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან

18 იანვარს, თბილისის დროით დილის 4:00 საათზე ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ტურის შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი ენდი მარის წინააღმდეგ გამართავს. 

ენდიმ წლის პირველი სლემის პირველი მატჩის წინ კომენტარი Sky Sports-თან გააკეთა:

“ძალიან რთული ბადე შემხვდა. თან, მელბურნში სინდეისგან განსხვავებული პირობებია. უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება, კორტი კი უფრო სწრაფი და ბურთი ცოტა მაღლა იმოძრავებს. ამიტომ, სიდნეის ტურნირისაგან განსხვავებული მატჩები გაიმართება, რადგან ქალაქიდან დაწყებული ყველაფერი განსხვავებულია. 

მხოლოდ იმიტომ, რომ წინა ტურნირზე ბასილაშვილს მოვუგე, არ ნიშნავს მეორე რაუნდში უპრობლემოდ გავალ. კორტზე უნდა გავიდე და კიდევ ერთი ტოპ შეხვედრა ჩავატარო, თუ მის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება მელბურნშიც მსურს,”- თქვა მარიმ. 

მომავალი მეტოქეები ერთმანეთს გასულ კვირაში სიდნეის 250-იანი კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში დაუპირისპირდნენ - ტიტულიანმა შოტლანდიელმა ქართველს სამ სეტში სძლია - 6:7, 7:6, 6:3. 

ამჯერად ნიკოლოზი ენდის იმ ტურნირზე დაუპირისპირდება, რომლის ფინალშიც ბრიტანელი 5-ჯერ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ მარიმ Australian Open-ის 5-ვე ფინალი წააგო: პირველი როჯერ ფედერერთან, დანარჩენი 4 ნოვაკ ჯოკოვიჩთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები