Thumbnail

'ჩემი ძალების გამოსაცდელად შესანიშნავი მეტოქე იყო' - კატარი ჭიკაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

33 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ შვიდი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა. გიგამ ამერიკელ კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში წააგო. ბრძოლის შემდეგ კატარმა კომენტარი გააკეთა და ქართველი მებრძოლი შეაქო. ამერიკელმა აღნიშნა, რომ გიგასთან ბრძოლა მისთვის ნამდვილი გამოცდა იყო:

კელვინ კატარი: "რატომღაც თავს გაორებულად ვგრძნობ: საშინლად, მაგრამ ამავდროულად ჩემზე უკეთ არავინაა. თუმცა, ეს მაგარიცაა. გიგა ძალიან ძლიერი მებრძოლია, UFC-ში 7-0 მოგება/წაგების ბალანსი ჰქონდა და ყველაფერი სწორად გააკეთა. ყველაზე მთავარი ყოველთვის საკუთარ თავის რწმენაა. ვიცოდი, რა შემეძლო, ვიცოდი, რომ ასე ვიბრძოლებდი და მიხარია, რომ გავიმარჯვე. გიგამაც ნამდვილი პროფესიონალივით იბრძოლა. ის ჩემთვის შესანიშნავი მეტოქე გახლდათ, რათა საკუთარი ძალები გამომეცადა და დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი ადგილი დივიზიონის სათავეშია".

გიგა ჭიკაძე UFC-ში პირველად დამარცხდა

შეგახსენებთ, რომ კელვინ კატარი გამარჯვებული 25 წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით (50:45, 50:45, 50:44) გახდა. მან UFC-ს კარიერაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. 33 წლის ქართველი მებრძოლი, როგორც უკვე ვთქვით, UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლის მოგების შემდეგ პირველად დამარცხდა.

გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან გამოდის. ქართველი მებრძოლი ამჟამად ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. კელვინ კატართან (5) გამარჯვების შემთხვევაში, მას რეიტინგის ხუთეულში მოხვედრა გარანტირებული ექნებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები