- 34 წლის ქართველმა სუმოისტმა მე-4 ბრძოლა მოიგო
- მას აუცილებლად დადებითი ბალანსი სჭირდება
იანვრის ჰაცუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ტერუცუიოშის გაეჯიბრა და იორიკირის ილეთით დაამარცხა, რითაც ტურნირზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
34 წლის სუმოისტმა მეტოქეს ხელი მავაშში ჩაავლო და დოჰიოდან ამის ხარჯზე საკმაოდ იოლად გაიყვანა. ამგვარად, ტოჩის თანაბარი ბალანსი გაუხდა - 4 მოგება და 4 წაგება. მოგეხსენებათ, გორგაძემ ჯურიო დივიზიონში დაქვეითებას თავი რომ დააღწიოს, ჰაცუ ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება.
ტოჩინოშინი მომდევნო ბრძოლას ხვალ მე-14 მაეგაშირა კოტონოვაკასთან ჩატარებს, რომელთანაც დადებითი ბალანსი გააჩნია (3 მოგება და 2 წაგება).
კომენტარები