- ცსკა 90:83 ლიონი
- თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის 21- ტურში ფრანგულ ლიონს უმასპინძლა და 7 ქულით დაამარცხა - 90:83. მოსკოველებმა მიმდინარე გათამაშებაში მე-12 გამარჯვება იზეიმეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულას, 3 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, თორნიკემ თითო სამქულიანი და ჯარიმა ვერ ჩააგდო.
ცსკა ბოლო მეოთხედამდე მხოლოდ ერთი ქულით იგებდა, გადამწყვეტ 10 წუთში კი მეტოქეს 6 ქულით მეტი ჩაუგდო და ლიონი მეოთხედ დაამარცხა.
ცსკა 24 ქულით ევროლიგის ცხრილში მე-5 ადგილზეა. მოსკოველთა მომდევნო მეტოქე იტალიური მილანო იქნება, რომელსაც ლეგენდარული ეტორე მესინა წვრთნის.
კომენტარები