Thumbnail

'დროის აღქმა დაკარგა' - გაირკვა, რატომ დაასრულა მსაჯმა თამაში ნაადრევად

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მალი-ტუნისის მატჩი, რომელიც მსაჯმა ნაადრევად დაასრულა, ყურადღების ცენტრშია
  • ჯანი სიკაზვემ მზის დარტყმა მიიღო და თამაშის მერე ჰოსპიტალში გადაიყვანეს

აფრიკის ერთა თასის პირველ ტურში მალი-ტუნისის თამაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, მიზეზი კი მთავარი მსაჯი ჯანი სიკაზვე გახდა, რომელმაც თამაში ორჯერ ნაადრევად დაასრულა.

ზამბიელმა არბიტრმა პირველად თამაში 85-ე წუთზე დაასრულა - მიუხედავად იმისა, რომ 9 ცვლილება იყო, VAR საქმეში 3-ჯერ ჩაერთო და წყლის დასალევად ფეხბურთელებს შესვენებაც ჰქონდათ. შეცდომის აღმოჩენის შემდეგ თამაში განახლდა და მალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენციის შეწყვეტაც მოუწია.

ზამბიელი მსაჯის გადაწყვეტილები ტუნისელები გაოგნებულნი დარჩნენ

თუმცა, სიკაზვე კიდევ ერთხელ შეცდა და ამჯერად მისი საფინალო სასტვენის ხმა 89-ე წუთზე გაისმა. როგორც აფრიკის ერთა თასის მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა ესამა აბდელ-ფატიჰმა განაცხადა, არბიტრმა მზის დარტყმა მიიღო და დროის შეგრძნება დაკარგა.

"სიკაზვემ მზის დარტყმა მიიღო. გარდა ამისა, მას გაუწყლოება ჰქონდა. ამ ფონზე დროის აღქმა და სივრცეში ორიენტაცია დაკარგა. მატჩის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შექმნილი ვითარების შედეგად მეორე არბიტრს სურდა სიკაზვეს ნაცვლად თამაშის დასრულება, მაგრამ ერთ-ერთმა გუნდმა უარი თქვა", - თქვა აბდელ-ფატიჰმა.

თამაში მალის ნაკრებმა 1:0 მოიგო, ტუნისელებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და მატჩის თავიდან ჩატარება მოითხოვეს, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და შედეგი ძალაში დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები