Thumbnail

როდის დაუბრუნდება ლეო მესი მოედანს - პსჟ-ში მოლოდინი ოპტიმისტურია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 34 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა წლის დასაწყისში კოვიდი გადაიტანა
  • ფეხბურთელი ჯგუფში ვარჯიშს სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყებს

პარი სენ-ჟერნემის თავდამსხმელი ლიონელ მესი, რომელსაც ნაახალწლევს კორონავირუსი გადაიტანა, გამოჯანმრთელდა და მწყობრში დაბრუნებასთან ახლოსაა. ფრანგული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ვარაუდობენ, რომ 34 წლის არგენტინელი ვარსკვლავი საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს. 

თავად ფეხბურთელმა მანამდე განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, თავს უკვე კარგად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როდესაც მოედანზე გასვლას შეძლებს.

ლეომ და ანტონელამ საშობაო არდადეგები საინტერესოდ გაატარეს 

მესი ნამდვილად არ ითამაშებს ბრესტის წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც 15 იანვარს არის დაგეგმილი. თამაშის წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ლეოს შესახებაც ისაუბრა: 

"მესი თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. იმედი გვაქვს, რომ მას მოედანზე, რაც შეიძლება მალე ვიხილავთ".

არგენტინელის დაბრუნებას ლიგა 1-ის 22-ე ტურში, რეიმსთან შეხვედრაში ელოდებიან, რომელიც 23 იანვარს ჩატარდება. 

ლიონელ მესიმ პარი სენ-ჟერმენის ღირსება მიმდინარე სეზონის 16 მატჩში დაიცვა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. შეგახსენებთ, რომ ბოლოს არგენტინელმა თავდამსხმელმა 22 დეკემბერს ითამაშა, როდესაც პსჟ ლორიანს დაუზავდა (1:1).

კომენტარები

ბოლო ამბები