Thumbnail

კონტე ტოტენჰემს დატოვებს? მიზეზი იგივეა, რაც იუვენტუსსა და ინტერში იყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანტონიო კონტე ტოტენჰემში შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს
  • ბრიტანული მედია 52 წლის იტალიელის შესაძლო გადადგომაზე წერს

ანტონიო კონტე შესაძლოა ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგეს - ამის შესახებ ინფორმაციას Daily mail ავრცელებს. წყაროს თანახმად, იტალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას და ახალ ფეხბურთელებს სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თანამდებობიდან გადადგეს. ბრიტანული პრესის ცნობით, ტოტენჰემის ფეხბურთელები შიშობენ, რომ იტალიელი ამ ნაბიჯს გადადგამს.

სხვათა შორის, კონტესთვის ტრანსფერზე შეუთანხმებლობის გამო გუნდიდან წასვლა უცხო და უჩველო სულაც არ არის. ანალოგიური მიზეზით მან 2014 წლის ზაფხულში იუვენტუსი, ხოლო გასულ ზაფხულს მილანის ინტერი დატოვა.

კონტესთვის კონფლიქტით სამსახურიდან წასვლა უჩვეულო არ არის

52 წლის სპეციალისტმა "დეზები" გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ტოტენჰემი პრემიერლიგაში 18 თამაშში მოპოვებული 33 ქულით მე-6 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ვესტ ჰემს 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ 3 თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. კონტეს ხელმძღვანელობით ინგლისური კლუბი უეფას კონფერენსლიგასა და ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა, თუმცა პრემიერლიგაში იტალიელის ხელში ლონდონელებმა 8 მატჩიდან 5 მოიგეს, 3-ჯერ ფრე ითამაშეს და არ დამარცხებულან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ტოტენჰემი
  • ფრე
  • არსენალი

 

კომენტარები

ბოლო ამბები