Thumbnail

ევლოევის შემცვლელი გამოჩნდა - თოფურიას ახალი მეტოქე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ილია თოფურიას ახალი მეტოქე გამოუჩნდა
  • მოვსარ ევლოევის ნაცვლად თოფურიასთან კანადელი შარლ ჟორდენი იჩხუბებს

22 იანვარს, ფრენსის ნგანუს და სირილ გეინის ქამრისთვის ბრძოლის ღამეს, ოქტაგონზე ერთმანეთს ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი უნდა შეხვედროდნენ - ორი დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელთა დაპირისპირებაც MMA-ის გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა მათი ბრძოლა ჩაიშალა, რადგანაც ევლოევმა დაპირისპირებაზე უარი თქვა. რუსმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

თოფურია მეტოქის გარეშე დარჩა, თუმცა მას ახალი მოწინააღმდეგე მალევე გამოუჩნდა. კანადელმა შარლ ჟორდენმა ტვიტერის გვერდზე ილია თოფურია მონიშნა და დაწერა, რომ ბრძოლისთვის მზადაა.

ახლა ამ ბრძოლის ჩატარებას ოფიციალური ხელმოწერაღა აკლია. თოფურიას 11-დან 11 შეხვედრა აქვს მოგებული და აქედან 3-ჯერ UFC-ში გაიმარჯვა. ილიას მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი ჰყავს დამარცხებული.

რაც შეეხება კანადელ მებრძოლს, მას 12 მოგება, 4 მარცხი და 1 ფრე აქვს. შარლმა ბოლოს ანდრე იუელთან 2021 წლის დეკემბერში იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. 26 წლის სპორტსმენის შედეგი UFC-ში ასეთია - 3 მოგება, 3 წაგება და 1 ფრე.

კომენტარები

ბოლო ამბები