- უსმანე კამარამ დინამო თბილისთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
- 23 წლის გვინეელი გასულ სეზონში გორის დილაში თამაშობდა
დინამო თბილისი ახალი სეზონის წინ შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა კიდევ ერთი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კახა ცხადაძის გუნდის რიგებს უსმანე კამარა შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით გორის დილაში გაატარა და საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მთლიანობაში მან გორელთა მაისურით 40-ჯერ ითამაშა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
დინამო თბილისმა გვინეელი შემტევი გამოისყიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. დილამდე ის ნორვეგიულ ვალერენგასა და შვედურ ესკელსტუნაში ირჯებოდა. კამარას 2015 წელს გვინეის 17-წლამდე ნაკრებში 3 თამაში აქვს ჩატარებული.
კომენტარები