Thumbnail
  • კონორ მაკგრეგორს 1 მილიონის მისაღებად მხოლოდ 7 წამი დასჭირდა
  • სიაში უმრავლესობა ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენელია

ახლახან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2020 წელს, ათლეტებს შორის ყველაზე სწრაფად 1 მილიონ დოლარს ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გამოიმუშავებდა. კონორს 7-ციფრიანი ჩეკის მისაღებად მხოლოდ 7 წამი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა სპორტსმენთა ზოგად, არამედ უშუალოდ მატჩებში მონაწილეობის მიღების შედეგად გამომუშავებულ თანხას. კვლევა 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 ივნისის ჩათვლით არსებულ მონაცემებს ეფუძნება.

მაკრეგორმა ამ პერიოდში ოქტაგონზე 3 წუთი გაატარა და ამ დროში 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კონორმა 1 წუთში საშუალო 8 695 652 დოლარი მიიღო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ირლანდიელს ამ პერიოდში გამარჯვება არ მოუპოვებია. მეორე ადგილზე მექსიკელი მოკრივე საულ ალვარესი გავიდა. "კანელოს" 1 მილიონის დოლარის საშოვნელად რინგზე 2 წუთისა და 15 წამის გატარება დასჭირდა, 1 წუთში კი საშუალოდ 444 444 დოლარს იღებდა.

მილიონის საშოვნელად საშუალოდ 43 წუთისა და 13 წამის თამაში უწევს

მესამე ადგილიდან მე-16 ადგილის ჩათვლით კი ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენლები არიან. სიაში პირველი ფეხბურთელი ნეიმარი გახლავთ, რომელიც მე-17 ადგილზეა. "ნეის" მილიონის გამომუშავებისათვის მოედანზე 30 წუთისა და 34 წამის გატარება სჭირდებოდა, წუთში კი 32 716 დოლარს იღებდა. ლიონელ მესი 23-ე ადგილზეა. ლეოს მილიონის საშოვნელად 43 წუთისა და 13 წამის თამაში უწევდა (წუთში 23 139).

კრიშტიანო რონალდო 25-ე ადგილზეა. პორტუგალიელი 1 მილიონის მისაღებად მოედანზე 53 წუთსა და 35 წამს ატარებდა. სიაში მოხვდნენ ანდრეს ინიესტა (31), პოლ პოგბა (35), რობერტ ლევანდოვსკი (37), კილიან მბაპე (39) და მოჰამედ სალაჰი (40). 

კალათბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი კევინ დურანტს ჰქონდა. KD მილიონის გამოსამუშავებლად პარკეტზე 42 წუთს ატარებდა, წუთში კი საშუალოდ 23,810 დოლარს იღებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები