Thumbnail

ორი ლეგიონერი ქუთაისში - აია ფიჯელებით გაძლიერდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქუთაისის აიამ შავ ლომში რამდენიმე მორაგბე გაუშვა
  • ქუთაისელები დიდი 10-ის მეორე ნაწილისთვის გაძლიერდნენ

ქუთაისის აია ერთ-ერთი კლუბია, რომელმაც ქართული სარაგბო ფრენჩაიზი შავი ლომი გააძლიერა, რაც ქუთაისელებს აშკარად დაეტყოთ. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ამჟამად 20 ქულით მე-7 ადგილზეა და რეგულარული სეზონის ლიდერ ბათუმს 23 ქულით ჩამორჩება.

ქუთაისელებმა მეორე წრისთვის ორი ახალი ფიჯელი დაიმატეს და შემადგენლობა ასე გააძლიერეს. "მფრინავი ფიჯელები ქუთაისში, გაიცანით ჩვენი ახალწვეულები: მელი ნაჰოლო (ფრთა, შუამარბი)  და ლისალა ნასენგე (15, 13). მელი ოლ ბლექსელი ვაისაკე ნაჰოლოს უმცროსი ძმაა", - წერს აიას ფეისბუქ გვერდი.

ქუთაისელები მეორე წრეს დერბით გახსნიან. აია არესის წინააღმდეგ ითამაშებს და 2022 წლის გამარჯვებით დაწყებას ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები