- ეროვნული ლიგის პირველი ტური 26 თებერვალს დაიწყება
- სეზონი სუპერთასის მატჩით (დინამო ბათუმი V საბურთალო) 20 თებერვალს გაიხსნება
საქართველოში 2022 წლის საფეხბურთო სეზონი სუპერთასის შეხვედრით დაიწყება. 20 თებერვალს საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი და საქართველოს თასის მფლობელი საბურთალო, რომელმაც ფინალში სამგურალი 1:0 დაამარცხა, სუპერთასისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრის გამართვის ადგილი და ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგას: საქართველოს ჩემპიონატი სტარტს 26 თებერვალს აიღებს. ეროვნული ლიგა 2 კი სამ დღეში, 28 თებერვალს დაიწყება. ლიგა 3 და ლიგა 4 შედარებით მოგვიანებით 4 აპრილს დაიწყება, სადაც 16-16 გუნდი ერთმანეთს 2 წრედ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებული 75 ქულით დინამო ბათუმი გახდა, რომელმაც მეორე ადგილზე მყოფ დინამო თბილისს 5 ქულით აჯობა.
შარშანდელი საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული დინამო თბილისი გახდა - გადამწყვეტ მატჩში გაგრას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიით დაამარცხა.
ეროვნული ლიგის პირველი ტური
26 თებერვალი: დინამო ბათუმი V სიონი
26 თებერვალი: დილა V გაგრა
27 თებერვალი: საბურთალო V სამგურალი
27 თებერვალი: დინამო თბილისი V ტორპედო
28 თებერვალი: ლოკომოტივი V თელავი
კომენტარები