- კოკუგიკანში ჰაცუ ბაშო გრძელდება
- ტოჩინოშინმა მესამე დღის ორთაბრძოლები გამართა
ტოკიოში 2022 წლის პირველი ბაშო გრძელდება, რომელიც 34 წლის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) პროფესიულ კარიერაში რიგით 94-ეა. ყოფილი ოძეკი კარიერის არცთუ საუკეთესო ეტაპზეა, 2021 წელს მან ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა (რაც მას პირველად შეემთხვა) და ახლა დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა.
ლევანი რეიტინგში მხოლოდ 5 სუმოისტს უსწრებს დივიზიონში. ასე რომ, იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსი მისთვის, დიდი ალბათობით, ჯურიოში დაქვეითების ტოლფასი იქნება (მხოლოდ 7-8 ბალანსზე შეიძლება გადაურჩეს მაკუუჩის დივიზიონიდან გავარდნას).
გორგაძემ ჰაცუ ბაშოს მესამე საჭიდაო დღეს ბრძოლა ვაკამოტოჰარუსთან იორიკირით დათმო. მეოთხე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი მე-17 მაეგაშირა კაისეის შეხვდება.
კომენტარები