Thumbnail

პირველი მარცხი ჰაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინის ბალანსი თანაბარია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჰაცუ ბაშო კოკუგიკანში 9-23 იანვარს იმართება
  • ტოჩინოშინის ბალანსი ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ თანაბარია

ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველი ბაშოს მე-2 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა წააგო. ქართველი სუმოისტი, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა, მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტოსთან დამარცხდა.

ბრძოლა ლევან გორგაძემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ იჩიამამოტომ მას მავაშში ხელი ჩაავლო და საბოლოოდ იორიკირის ილეთით აჯობა. შედეგად, ლევანს ჰაცუ ბაშოს ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ თანაბარი ბალანსი აქვს (1-1). 11 იანვარს, ტოჩინოშინი მე-15 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს გაეჯიბრება.

34 წლის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) პროფესიულ კარიერაში ეს რიგით 94-ე ბაშოა. ყოფილი ოძეკი კარიერის არცთუ საუკეთესო ეტაპზეა, 2021 წელს მან ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა (რაც მას პირველად შეემთხვა) და დივიზიონის რეიტინგში მხოლოდ 5 სუმოისტს უსწრებს. ასე რომ, იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსი მისთვის დიდი ალბათობით, ჯურიოში დაქვეითების ტოლფასი იქნება (მხოლოდ 7-8 ბალანსზე შეიძლება გადაურჩეს მაკუუჩის დივიზიონიდან გავარდნას).

კომენტარები

ბოლო ამბები