Thumbnail

დაუმარცხებელმა ქართველმა პიტბულმა მე-11 ბრძოლა მოიგო! მიზანი ტიტულია

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

თბილისის დროით 8 იანვარს ქართველმა მოკრივე ოთარ “პიტბულ” ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში მე-11 ბრძოლა დომინიკელი სტერლინგ კასტილიოს (16-1) წინააღმდეგ გამართა და მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა. 

“პიტბულმა” ორლანდოში გამართულ “ShoBox: The New Generation-ის” სერიების ფარგლებში გამართული 8-რაუნდიანი ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. პირველმა მსაჯმა ოთარის სასარგებლოდ 79:71 დაწერა, მეორემ 80:70. შედეგი ლოგიკური გახლდათ, რადგან ერანოსიანი მთელი ბრძოლის მანძილზე მეტოქეზე დომინირებდა და მხოლოდ პირველ რაუნდის მიმდინარეობისას ნოკდაუნში ორჯერ გაუშვა…

ახალქალაქელი მოკრივე სუპერნახევრადმსუბუქ (super featherweight) წონაში WBA ვერსიით რეიტინგის მე-7 ნომერია, რაც მოქმედ ქართველ მოკრივეებს შორის საუკეთესო შედეგია. 

ოთარმა გასულ წელს 6 ბრძოლა ჩაატარა, ახალი, 2022 წლის დასაწყისშივე იჩხუბა და თუ ამ ტემპში განაგრძობს, სატიტულო ბრძოლა შორეული პერსპექტივა ნამდვილად არ გახლავთ. აღნიშნულ წონაში ჩემპიონი ვენესუელელი როხერ გუტიერესია, რომელმაც 2021 წელს ექს-ჩემპიონი რენე ალვარადო 2-ჯერ დაამაარცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები