Thumbnail
  • ირაკლი აზაროვი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
  • საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველი უკვე თურქეთში იმყოფება

საქართველოს ნაკრებისა და დინამო ბათუმის მცველი ირაკლი აზაროვი თურქულ ტრაბზონსპორს კონტრაქტზე შეუთანხმდა. ამის შესახებ hurriyet TRT Spor-ზე დაყრდნობით წერს.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და სავარაუდოდ, კონტრაქტი ოფიციალურად მალე გაფორმდება. თურქული მედიის ცნობით, ტრაბზონელებმა დინამო ბათუმს ტრანსფერში მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს.

ამასთან, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაშია. 19 წლის მარცხენა მცველის მომავალი ბოლო პერიოდში, ტრაბზონსპორის გარდა, პირეოსის ოლიმპიაკოსსა და რუსულ კრასნოდარს არაერთხელ დაუკავშირეს.

საქართველოს ჩემპიონატის გასულ სეზონში აზაროვმა 35 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და დინამო ბათუმს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. მას გასულ წელს საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, რომლის რიგებში 6 თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო.

ტრაბზონსპორში შოთა და აჩი არველაძეებს უთამაშიათ და თურქული კლუბის ისტორიაში სახელი ოქროს ასოებით დატოვეს. გარდა ამისა, ტრაბზონელთა რიგებში ერთი სეზონი აქვს გატარებული გიორგი ნემსაძეს. ტრაბზონსპორი სუპერლიგაში 19 ტურის შემდეგ 46 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და კონიასპორთან 7-ქულიანი უპირატესობა გააჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები