Thumbnail

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სიდნეიში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ლეგენდარული სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი სახელდება

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლეგენდარული ოლიმპიელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მწვრთნელად სამუშაოდ ავსტრალიაში გადაბარგდა, სიდნეიში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი სახელდება.

ვიქტორ სანეევმა კარიერა მძლეოსნობაში 1956 წელს, სიმაღლეში ხტომაში დაიწყო. 1963 წლიდან ის სამხტომში გამოდიოდა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა (1968, 1972 და 1976 წლებში), ხოლო 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სანეევმა 1969 და 1974 წლებში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, იყო საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი, სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი. 

კომენტარები

ბოლო ამბები