Thumbnail

'რა გჭირს ადამიანო' - სკანდალი ჰოლივუდში, ქართველმა მოკრივემ მსაჯს დაარტყა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იაგო კილაძემ ორთაბრძოლა მსაჯის საკამათო გადაწყვეტილების გამო დათმო
  • ქართველმა მოკრივემ თავი ვერ შეიკავა და ამერიკელ მსაჯს დაარტყა

1-ელ იანვარს ჰოლივუდის (ფლორიდის შტატი) "სემინოლ ჰარდ როკ ჰოტელში" პროფესიულ კრივში მორიგი ორთაბრძოლა გამართა 35 წლის მძიმეწონოსანმა იაგო კილაძემ, რომელიც უკრაინელ ვიქტორ ფაუსტის (ვიქტორ ვიხრისტი) წინააღმდეგ, დამარცხდა და სკანდალშიც გაეხვა. 

გამარჯვებულად უკრაინელი მოკრივე გამოცხადდა

აღსანიშნავია, რომ ამერიკული მედია ლამის ერთხმად აღნიშნავს, რომ რეფერიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, რამაც ქართველი მოკრივის გაღიზიანება გამოიწვია და მან მსაჯ მანუელ ბურგოსს (აშშ) ერთხელ (მართალია, მსუბუქად) დაარტყა. 

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ფაუსტი და კილაძე ნოკდაუნში 5-ჯერ ჩავარდნენ (მხოლოდ ორ რაუნდში). ბოლოს ეს მე-2 რაუნდში მოხდა, კილაძე წამოდგა და ორთაბრძოლის გაგრძელება სურდა, მაგრამ ბურგოსმა ის შეაჩერა და ორთაბრძოლა შეწყვიტა, სწორედ იმ მომენტში მოხვდა ბურგოსს. "რა გჭირს ადამიანო"? კითხა გაბრაზებულ კილაძეს ბურგოსმა. 

"მისი გაბრაზება გასაგებია, რადგან ფაუსტთან შეხვედრაში ის არ გამოიყურებოდა ცუდად და თუ მოიგებდა, მისი კარიერისთვის სერიოზული წინსვლაც იქნებოდა. ახლა კი ამ დარტყმის გამო, მას აუცილებლად ელის სასჯელი", - წერს Yahoo.

ბურგოსმა ბრძოლის შემდეგ თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: "კილაძეს ვუთხარი ჩემკენ წამოსულიყო, ის კი აქეთ-იქით მოძრაობდა". 

იაგო კილაძეს პროფესიულ კარიერაში 27 გამარჯვება (19 ნოკაუტით), 1 ფრე და 6 მარცხი (ყველა ნოკაუტით) აქვს. boxrec.com-ის რეიტინგით, მძიმე წონაში ის 82-ეა. კილაძე ლოს ანჯელესში ვარჯიშობს. ვიქტორ ფაუსტმა 9-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო, აქედან 7 ნოკაუტით. 

კომენტარები

ბოლო ამბები