Thumbnail

ლეო მესისაც კორონავირუსი აქვს - პარი სენ-ჟერმენშიც კორონა-ქაოსია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებს ახალი წლის ასეთი დასაწყისი, რა თქმა უნდა, არ სურდათ. დღეს, 2 იანვარს პარიზული გრანდის 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პსჟ-ს ოფიციალური განცხადებით, ლიონელ მესიც ინფიცირებულია და კიდევ სამი მოთამაშეც - ხუან ბერნატი, სერხიო რიკო და ნათან ბიტუმაზალია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოთხივე ფეხბურთელი იზოლაციაშია.

როგორც ჩანს, პარიზული გრანდის ფეხბურთელებს კოვიდ-19 შვებულების დროს გადაედოთ. მესის ბევრი აკრიტიკებდა იმის გამო, რომ შობისა და ახალი წლის დღეებში რამდენიმე წვეულებაზე იმყოფებოდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანდა, როგორ ზეიმობს მესი გულშემატკივრებთან და ახლობლებთან ერთად სოციალური დისტანციის გარეშე.

პსჟ-ს მომდევნო ოფიციალური მატჩი ორშაბათს აქვს - თასზე, ვანის წინააღმდეგ. ზემოთ ხსენებული ოთხეულის გარდა, ამ შეხვედრაში ნეიმარიც არ იქნება, რადგან ტრავმა აქვს და ჯერაც ბრაზილიაშია. კლუბმა დაადასტურა, რომ ეს უკანასკნელი სამშობლოში 9 იანვრამდე დარჩება, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს კი, სავარაუდოდ, 3 კვირაში განაახლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები