Thumbnail

არც ალი, არც ტაისონი - ფლოიდმა 5 საუკეთესო მოკრივე დაასახელა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფლოიდმა ჰოლმსი მუჰამედ ალის ამჯობინა
  • მისი ორეული - ფერნელ უიტაკერიც სიაშია

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა ისტორიაში 5 საუკეთესო მოკრივე დაასახელა და ამ სიაში მაიკ ტაისონი და მუჰამედ ალი არ შეიყვანა.

TOP 5: ფლოიდ მეივეზერი, ფერნელ უიტაკერი, რობერტო დურანი, ლარი ჰოლმსი, აარონ პრიორი.

მეივეზერმა ალი კენ ნორტონთან ჩხუბისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თუ ჯერი მძიმეწონოსანზე მიდგა, მაშინ ლარი ჰოლმსი მისი ერთადერთი არჩევანია.

გადაცემის წამყვანი ფლოიდს შეეკამათა და შეახსენა, რომ ჰოლმსს ტაისონთან წაგებული აქვს. "ჰოლმსი უკვე ვეტრანი იყო, როდესაც ახალგაზრდა, ტიტულებს მოწყურებულ ტაისონთან წააგო, თუმცა ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, ჰოლმსი იდეალური მოკრივე იყო." - უპასუხა მეივეზერმა.

"ლარი ჰოლმსა მის ერაში ყველას მოუგო. მოკრივეს რაც უნდა ჰქონდეს, ყველა ფუნდამენტური თვისება ჰქონდა. აარონ პრიორი კარიერაში ერთხელ დამარცხდა და ისიც მხოლოდ ნარკოტიკების გამო."

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები