Thumbnail

ნიკო კოვაჩისთვის 2022 ცუდად დაიწყო - მონაკომ ხორვატი გაათავისუფლა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნიკო კოვაჩი მონაკოდან გაუშვეს
  • ხორვატმა კლუბში 18 თვე გაატარა

მიუნხენის ბაიერნის და ხორვატიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - ნიკო კოვაჩი მონაკომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

50 წლის ხორვატი სპეციალისტი, მონაკომ 2020 წლის ივლისში წარადგინა. კოვაჩმა მაშინ 7 თვეში გაშვებული, ესპანელი რობერტ მორენო შეცვალა.

ფრანგულმა კლუბმა განაცხადა, რომ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გადაწყვეტილების შესახებ 30 დეკემბერს აცნობეს, თუმცა ოფიციალური განცხადება 1 იანვარს გამოაქვეყნეს.

მონაკოს სარეზერვო გუნდის მწვრთნელი - სტეფან ნადო, დროებით კლუბის მთავარი მწვრთნელის როლს შეასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები