- ვასილ კაკოვინმა სტად ფრანსესთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
- ქართველი მორაგბე საფრანგეთში უკვე 10 წელზე მეტია თამაშობს
32 წლის ქართველმა მორაგბემ ვასილ კაკოვინმა სტად ფრანსესთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2024 წლამდე დარჩება. კაკოვინი სტად ფრანსეში 2020 წელს გადავიდა და 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 18-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.
"კაკო კიდევ სამი წელი ითამაშებს სტად ფრანსეში. ის ჩვენს კლუბამდე ბრივის, ტულუზასა და რასინგის ღირსებას იცავდა. მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება", - წერს პარიზული კლუბის ვებ-გვერდი.
კაკოვინი საფრანგეთში 10 წელზე მეტია თამაშობს. მას ყველაზე მეტი დრო ტულუზაში აქვს გატარებული, სადაც 5 წელი თამაშობდა. სტად ფრანსემდე, ის რასინგშიც თამაშობდა, რომელთან ერთადაც ქართულ ტურნეშიც მიიღო მონაწილეობა.
კომენტარები