Thumbnail

'სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში საუკეთესო ხარ' - დათუნაშვილის სერბული აღიარება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ვოივოდინას წლის საუკეთესო ათლეტად დაასახელეს. ქართველი მოჭიდავე, რომელიც 2020 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობს. ვოივოდინა სერბეთის ავტონომიური მხარეა, რომლის დედაქალაქიც ნოვი სადია. 

ზურაბ დათუნაშვილს კარიერაში საუკეთესო წელი ჰქონდა

ტრადიციულად ვოივოდინას საუკეთესო სპორტსმენს გაზეთი "დნევნიკი" ასახელებს. საზეიმო ცერემონიალზე სპორტსმენები, სპორტული კლუბების წარმომადგენლები და ნოვი სადის მერი ესწრებოდნენ. დათუნაშვილს სერბეთის სახელით საოცარი წელიწადი ჰქონდა: მოიგო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები და ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ზურაბ დათუნაშვილი: "ძალიან რთული იყო ამ შედეგების მიღწევა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ კლუბში და ეს დაგვიფასდა. სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში საუკეთესო ხარ. თან, ეს უდიდესი მოტივაციაა მომავალი წარმატებებისთვის". 

მე-2 ადგილზე გავიდა მსროლელი მილენკო სებიჩი, რომელმაც ტოკიოში ასევე ბრინჯაო მოიპოვა. მესამე ადგილზეა კალათბურთელი (3/3-ზე კალათბურთი) მიხაილო ვასიჩი. მანაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.   

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები