Thumbnail
  • ბაადურ ჯობავამ ტურნირის მე-2 დღეს ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა
  • მსოფლიოს პირველობაზე პრიზიორთა ვინაობა 28 დეკემბერს გაირკვევა

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა წარმატებულად თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში, რომელსაც ამ დღეებში პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა მასპინძლობს. ტურნირზე უკვე 9 ტური მიილია, ჯობავა კი იმ მოჭადრაკეთა შორის რჩება, რომელთაც მარცხი არ განუცდიათ.

ჯობავამ მსოფლიოს პირველობის მე-2 დღეს ოთხივე პარტია ყაიმით დაასრულა, რაც მისი მეტოქეებიდან გამომდინარე კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. ბაადური დაუზავდა მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე მაგნუს კარლსენს (ნორვეგია), რეიტინგით TOP 8-ში მყოფ იან ნეპომნიაშჩისა და ალექსანდერ გრიშჩუკს და კიდევ ერთ რუს ვლადიმირ ფედოსეევს.

ჯობავა შეჯიბრში 27-ე განთესვით ჩაება, ამჟამად კი, 6.5 ქულით მეხუთე-მეცამეტე ადგილებს ინაწილებს. მსოფლიოს პირველობაზე დასკვნითი 4 ტურის პარტიები 28 დეკემბერს შედგება, ქართველი მოჭადრაკის მომდევნო მეტოქე კი სომეხი რობერტ ჰოვანისიანი იქნება.

ამ დროისთვის, ტურნირს 7.5 ქულით ხსენებული კარლსენი ლიდერობს, შემდეგ კი, 7-7 ქულით უზბეკი ნოდირბეკ აბდუსატოროვი და გრიშჩუკი და ნეპომნიაშჩი მოდიან. ვთქვათ ისიც, რომ გიგა ყუფარაძე 4.5 ქულით 81-ეა, ხოლო მერაბ გაგუნაშვილი მხოლოდ – 147-ე.

ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშისას

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნანა ძაგნიძეს აქვს, რომელიც 5.5 ქულით მეთერთმეტეა, ნინო ბაციაშვილი 5.0 ქულით 21-ეა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა. ქალებში პრიზიორთა ვინაობა 11 ტურის შემდეგ გაირკვევა (ლიდერი რუსი ალექსანდრა კოსტენიუკია 7.5 ქულით), მსოფლიოს პირველობის ჯამური საპრიზო ფონდი კი მილიონი დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები