- ბათუმში გამართული ტურნირის დასკვნითი დღის შედეგები
- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ჩემპიონები ხუთ წონაში გამოვლინდნენ
ბათუმში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირის დასკვნით დღეს ჩემპიონები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში (60, 67, 77, 87 და 130 კგ.) გამოვლინდა.
საინტერესოა, რომ სამ წონაში ჩემპიონები აჭარის წარმომადგენლები გახდნენ, ორში კი გარდაბნელი მოჭიდავეები გაჩემპიონდნენ. სავარაუდოა, რომ მომავალ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე წასაყვანი შემადგენლობა სწორედ ამ ტურნირის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება.
60 კგ.
1. ფრიდონ აბულაძე (აჭარა)
2. ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი)
3. გიორგი პერტაია (თბილისი)
3. ირაკლი შავაძე (აჭარა)
67 კგ.
1. დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა)
2. ჯონი ხეცურიანი (ხობი)
3. ლუკა ოჩიგავა (სენაკი)
3. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
77 კგ.
1. ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
2. დემურ ქავთარაძე (გარდაბანი)
3. დავით სოლოღაშვილი (გარდაბანი)
3. ხვიჩა ანანიძე (აჭარა)
87 კგ.
1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
3. ვახტანგ ხალვაში (აჭარა)
3. თემურ ჭკუასელიძე (თბილისი)
130 კგ.
1. ლევან არაბული (აჭარა)
2. გიორგი ცოფურაშვილი (გარდაბანი)
3. მათე გოქაძე (ქუთაისი)
3. ვალერიან მურვანიძე (ოზურგეთი)
კომენტარები