Thumbnail

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ჩემპიონები ხუთ წონაში გამოვლინდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დრამატული გამოდგა ფინალი იური ლომაძესა და ოთარ აბულაძეს შორის
  • ბათუმში მიმდინარე საქართველოს პირველობა ხვალ დასრულდება

ბათუმის სპორტკომპლექსში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემდეგ, ხალიჩა “ბერძენ-რომაელებს” დაეთმოთ და მათ საქართველოს ჩემპიონთა ვინაობა ხუთ წონით კატეგორიაში გამოავლინეს.

ტურნირის სასტარტო დღეს ყველაზე დრამატული 72 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალური ორთაბრძოლა გამოდგა. ოზურგეთელმა იური ლომაძემ აჭარელი ოთარ აბულაძესთან გადამწყვეტ გდება ზედ ბოლო წამებზე შეასრულა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საოცრად დრამატულ ფინალში იური ლომაძემ ბოლო წამზე გაკეთებული გდებით დაამარცხა ოთარ აბულაძე და საქართველოს ჩემპიონი გახდა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, December 26, 2021

საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

55 კგ.

1. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი)
2. ზურა მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
3. თამაზ ღლონტი (ლანჩხუთი)
3. რამაზ სილაგავა (ხობი)

63 კგ.

1. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
2. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
3. რატი ხოზრევანიძე (აჭარა)
3. ქერიმ მაჩალიკაშვილი (აჭარა)

72 კგ.

1. იური ლომაძე (ოზურგეთი)
2. ოთარ აბულაძე (აჭარა)
3. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი)
3. თორნიკე მიქელაძე (აჭარა)

82 კგ.

1. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3. აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
3. აჩიკო ბოლქვაძე (აჭარა)

97 კგ.

1. გიორგი მელია (სამტრედია)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი) 
3. ალექსი ლოდია (ოზურგეთი)
3. ლაშა დევიძე (თერჯოლა)

72 კგ-მდე წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი
📷 | საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ხვალ, 27 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში (60, 67, 77, 87 და 130) გამოვლინდებიან, ფინალური წყვილები კი ასე გამოიყურება:

60 კგ. ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი) – ფრიდონ აბულაძე (აჭარა)
67 კგ. ჯონი ხეცურიანი (ხობი) – დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა)
77 კგ. დემურ ქავთარაძე (გარდაბანი) – ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
87 კგ. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი) – რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
130 კგ. გიორგი ცოფურაშვილი (გარდაბანი) – ლევან არაბული (აჭარა)

კომენტარები

ბოლო ამბები