Thumbnail

'ამომავალი ვარსკვლავია' - ბრივმა კარკაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვანო კარკაძემ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა
  • ბრივმა კონტრაქტი კიდევ 6 მორაგბეს გაუხანგრძლივა

საქართველოს ნაკრების მორაგბე ვანო კარკაძე ბრივში კიდევ 4 წლით ითამაშებს. ვანომ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ფრანგულმა კლუბმა კონტრაქტი კიდევ 5 მოთამაშესთან გაახანგრძლივა.

''ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი ვანო კარკაძე მუდმივად უმატებს და ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ კარგ ფორმაშია. 21 წლის მორაგბე გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვანო კლუბში 2025 წლამდე დარჩება'', - წერს ბრივის ვებგვერდი.

კარკაძე საფრანგეთში 2018 წელს ორიაკში გადავიდა, რის შემდეგაც ბრივში აღმოჩნდა, სადაც ძირითად გუნდშია. ვანომ ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე ვერ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში დადო ლელო.

კომენტარები

ბოლო ამბები