Thumbnail
  • ბაიერნმა ვოლფსბურგი გაანადგურა და ბუნდესლიგას 43 ქულით ლიდერობს
  • რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერს აჯობა და რონალდოს რეკორდს გაუთანაბრდა

ბაიერნმა გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში ვოლფსბურგს უმასპინძლა და პირველი წრე ზამთრის ჩემპიონის სტატუსით დაასრულა. მიუნხენელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ნაგელსმანის გუნდმა პირველი ტაიმი თომას მიულერის გოლით 1:0 მოიგო.

ბაიერნმა მეორე ტაიმში უპამეკანოს, სანესა და ლევანდოვსკის გოლებით შეხვედრა გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა და 43 ქულით ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მატჩის მთავარი გმირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში 2021 წელს 43 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა.

პოლონელმა ბუნდესლიგის ერთ კალენდარულ წელში ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, ლევანდოვსკიმ კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლონელმა 2021 წელს 69 გოლი გაიტანა.

ბაიერნი ბუნდესლიგის მომდევნო ტურის მატჩს 2022 წლის 7 იანვარს გლადბახის წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც პირველ წრეში ფრედ 1:1 ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები