- ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი დადგინდა
- ვილი სანიოლის გუნდი B ლიგისა და ევრო 2024-ის საგზურისთვის იბრძოლებს
- საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - ყველაფერი მომავალ ტურნირზე
- 'სხვანაირად არ გვაპატიებენ' - საქართველოს მეტოქეთა მწვრთნელების შეფასებები
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ჯგუფში ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
გაირკვა ჯგუფური ეტაპის კალენდარიც, რომელიც 6 ტურისგან შედგება (4 ტური ივნისშია, 2 - სექტემბერში). საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 2 ივნისს, შინ გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს, ხოლო ჯგუფურ ეტაპს იმავე გიბრალტართან სტუმრად, 26 სექტემბერს დაასრულებს.
საქართველოს ნაკრების კალენდარი
I ტური, 2 ივნისი: საქართველო V გიბრალტარი
II ტური, 5 ივნისი: ბულგარეთი V საქართველო
III ტური, 9 ივნისი: ჩრდილოეთ მაკედონია V საქართველო
IV ტური, 12 ივნისი: საქართველო V ბულგარეთი
V ტური, 23 სექტემბერი: საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია
VI ტური, 26 სექტემბერი: გიბრალტარი V საქართველო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2020 წლის შემოდგომაზე სამჯერ ითამაშა. ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში მაკედონიელებმა 1:0 მოიგეს და ევრო 2020-ზე გავიდნენ, ხოლო მანამდე იყო ერთა ლიგის წინა სეზონის ორი მატჩი, რომლებიც ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.
ბულგარეთთან საქართველოს 6-ჯერ უთამაშია და უარყოფითი ბალანსი აქვს - 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. მათ შორის, ბოლო მატჩი სექტემბერში სოფიაში გაიმართა და მასპინძლებმა 4:1 მოიგეს. რაც შეეხება გიბრალტარს, ამ შემთხვევაში საქართველოს ბალანსი დადებითია: 4 თამაში და 4 მოგება.
კომენტარები