Thumbnail

'ეს არის ჩემი ოცნება და მიზანი' - ინტერვიუ ეკო გორგოძესთან

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ეკო გორგოძემ კარიერაში საუკეთესო შედეგი 2021 წელს დააფიქსირა
  • მან 6 შეჯიბრი მოიგო, მათ შორის კლუჟის WTA-ის 250-იანი ტურნირი
  • პოპსპორტთან ვიდეო-ინტერვიუში ეკომ წარმატებული წელი შეაჯამა

ეკატერინე გორგოძისათვის 2021 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა - ეკომ ერთეულთა შორის 1, ხოლო დუბლებში 6 ტურნირი მოიგო, რომელთაგანაც გამორჩეული WTA-ის 250-იანი კატეგორიის კლუჟის შეჯიბრებაზე გამარჯვება იყო.

გორგოძე 2021 წელს წყვილებს შორის მსოფლიოს 62-ე ჩოგნის სტატუსით დაასრულებს, რაც ქართველის კარიერაში საუკეთესო შედეგია, მიზნად, მინიმუმ, ტოპ 50-ში მოხვედრას ისახავს. 2022 წელს ეკო ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა შორის ძირითად ბადეში იასპარეზებს, ხოლო ერთეულთა შორის თამაშს საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს.

'ჩემი მიზანი WTA-ის შემაჯამებელი ტურნირის თამაშია' - აცხადებს გორგოძე პოპსპორტთან ვიდეო-ინტერვიუში, რომელშიც კარიერის საუკეთესო წელი შევაფასებინეთ და სამომავლო გეგმებზეც ველაპარაკეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები