Thumbnail

ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - ყველაფერი მომავალ ტურნირზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის მე-3 გათამაშების (2022/23 წლების სეზონის) წილისყრა გაიმართა და C ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი C4 ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოსთან ერთად ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში - ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი თბილისში. 2020 წლის 12 ნოემბერს, გორან პანდევის გოლით მაკედონიელებმა 1:0 მოიგეს და საქართველოს ნაცვლად გაემგზავრნენ ევროპის ჩემპიონატზე. ამ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას 2020 წლის ერთა ლიგაზეც უთამაშიათ - ორივე დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ასე რომ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩვენს ეროვნულ გუნდს უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 ფრე და 1 მარცხი (ბურთები 2:3).

ნაკრებს უარყოფითი ბალანსი აქვს ბულგარეთთანაც - 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი. მათ შორის სამი მძიმე წაგება 2:6 ორჯერ და 1:4 2021 წლის სექტემბერში უკვე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით. 

საქართველოს ნაკრებს 100%-იანი შედეგი აქვს გიბრალტართან დაპირისპირებებში - 4 თამაში 4 გამარჯვება, 13:2 ბურთების შეფარდებით.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში მთავარი სიახლე კალენდარია - ჯგუფური ეტაპის 6-დან 4 ტური ივნისში გაიმართება, ბოლო ორი ტური კი - სექტემბერში. ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მოიპოვებენ ერთი რანგით მაღალი ლიგის საგზურს. ვილი სანიოლის გუნდის შემთხვევაში ეს იქნება B ლიგა. A და B ლიგის ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან, C ლიგის ბოლოადგილოსანი კი პლეი დაუნში ითამაშებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

როგორც წინა გათამაშებებში, ეს ტურნირი დამატებითი საშუალებაა დიდ საფეხბურთო შეჯიბრებაში (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი) მოსახვედრად. ამჯერად, ნაკრებებს ექნებათ შანსი ევრო 2024-ზე ერთა ლიგიდანაც მოხვდნენ, თუმცა უეფა კონკრეტულ პირობებს ივნისამდე შეიმუშავებს.

ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა C ლიგაში ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა

ელიტურ დივიზიონში ძალზე საინტერესო ჯგუფებია, განსაკუთრებით A3, რომელშიც ევროპის ჩემპიონი იტალია, გერმანიასთან და ინგლისთან ერთად არის. A2-ში იბერიული დერბია - ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ, A4-ში კი ნიდერლანდები ბელგიას დაუპირისპირდება. A1 ჯგუფში კი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას ეთამაშება.

ერთა ლიგა. 2021/22

A1 ჯგუფი

საფრანგეთი
დანია
ხორვატია
ავსტრია

A2 ჯგუფი

ესპანეთი
პორტუგალია
შვეიცარია
ჩეხეთი

A3 ჯგუფი

იტალია
გერმანია
ინგლისი
უნგრეთი

A4 ჯგუფი

ბელგია
ნიდერლანდები
პოლონეთი
უელსი

B1 ჯგუფი

უკრაინა
შოტლანდია
ირლანდია
სომხეთი

B2 ჯგუფი

ისლანდია
რუსეთი
ისრაელი
ალბანეთი

B3 ჯგუფი

ბოსნია
ფინეთი
რუმინეთი
მონტენეგრო

B4 ჯგუფი

შვედეთი
ნორვეგია
სერბეთი
სლოვენია

C1 ჯგუფი

თურქეთი
ლუქსემბურგი
ლიეტუვა
ფარერები

C2 ჯგუფი

ჩრდილოეთ ირლანდია
საბერძნეთი
კოსოვო
კვიპროსი/ესტონეთი

C3 ჯგუფი

სლოვაკეთი
ბელარუსი
აზერბაიჯანი
ყაზახეთი/მოლდოვა

C4 ჯგუფი

ბულგარეთი
ჩრდ. მაკედონია
საქართველო
გიბრალტარი

D 1 ჯგუფი

ლიხტენშტაინი
ყაზახეთი/მოლდოვა
ანდორა
ლატვია

D 2 ჯგუფი

მალტა
კვიპროსი/ესტონეთი
სან მარინო

ერთა ლიგის კალენდარი

I-II ტური: 2-8 ივნისი

III-IV ტური: 8-14 ივნისი

V-VI ტური: 22-27 სექტემბერი

A ლიგის ნახევარფინალი: 14/15 ივნისი, 2023 წელი

A ლიგის ფინალი და მე-3 ადგილისთვის მატჩი: 18 ივნისი, 2023 წელი

პლეი აუტები: 21-23 და 24-26 მარტი, 2024 წელი

 

კომენტარები

ბოლო ამბები