Thumbnail

ამ ტიტულს მას ნამდვილად ვეღარავინ წაართმევს!

ფორმულა 1-ის სეზონის ბოლო, სკანდალური რბოლიდან სამი დღის შემდეგ, ფორმულა 1-ის 7-გზის ჩემპიონი სერ ლუის ჰემილტონი პრინცმა ჩარლზმა უინძორის სასახლეში რაინდად აკურთხა. 36 წლის მრბოლელს ტიტული ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიენიჭა, ახლა კი მისთვის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ჰემილტონი სიაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც მიხაელ შუმახერს ფორმულა 1-ის ტიტულებით გაუთანაბრდა (7). რამდენიმე დღის წინ ბრიტანელს შეეძლო, ლეგენდარული გერმანელი პილოტის რეკორდი გაეუმჯობესებინა, თუმცა ბოლო და გადამწყვეტი აბუ დაბის გრან პრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო, რითაც 24 წლის ნიდერლანდელი ფორულა 1-ის 2021 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა.

36 წლის პილოტი რაინდად უელსის პრინცმა აკურთხა

ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის მეოთხე პილოტია, რომელიც რაინდად აკურთხეს. მანამდე ეს წოდება სერ ჯეკი სტიუარტმა (წოდება მიიღო 2001 წელს), სერ სტირლინგ მოსმა (2000) და სერ ჯეკ ბრებჰემმა (1979) მიიღეს.

სერ ლუის ჰემილტონმა მერსედესში 2013 წელს მიხაელ შუმახერი შეცვალა და ბოლო წლებში ფორმულა 1-ის დომინანტი ჩემპიონია. 7 ჩემპიონობიდან მან 6 სწორედ მერსედესთან ერთად იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები