Thumbnail

'საქართველო თავს დაჩაგრულად იგრძნობს' - The Mirror ლომების ლეგენდის იდეაზე   

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შოტლანდიური რაგბისა და "ბრიტანელი ლომების" ლეგენდა, სერ იან მაკგიკანი მოუწოდებს სამხრეთ აფრიკას ევროპულ ტურნირს შეუერთდეს და ექვი ერი "შვიდ ერად" აქციოს. "სერ იან მაკგიკანი 6 ერში სამხრეთაფრიკელების დამატების მხურვალე ადვოკატია, ამან კი შეიძლება საერთაშორისო რაგბი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს", - წერს The Mirror.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რომელიც წლის რეიტინგს პირველ ადგილზე ასრულებს, იმის მიუხედავდ, რომ შემოდგომის ტურზე ინგლისთან 26:27 დამარცხდა, სასურველი მეტოქეა. ამავე ტურზე სამხრეთაფრიკელება "თვიქნემზე" მარცხამდე უელსი და შოტლანდია დაამარცხეს. თუ სამხრეთ აფრიკის ნაკრები 6 ერს შეუერთდება, ეს დაპირისპირებები ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. 

იან მაკგიკანი ერთადერთი მწვრთნელია, ვინც "ბრიტანელ ლომებს" 4 ტურზე უმწვრთნელა, რომელთაგან ორი სწორედ სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. მან Telegraph-ის სვეტში დაწერა, რომ სამხრეთაფრიკული რაგბი ევროპულს უნდა შერწყას, როგორს ეს უკვე ხდება საკლუბო დონეზე: "სამხრეთაფრიკელებმა ინვესტიცია ჩადეს ჩვენს რაგბიში, მათ ტოპკლუბები ჩვენს შეჯიბრებებში მონაწილეობენ. ბევრი მათი მორაგბე ყოველკვირეულად ვარჯიშობს ექვსი ერის წარმომადგენლებთან ერთად".   

"ბოკე" 1996 წლიდან მოყოლებული, სამხრეთ ნახევარსფეროს ტურნირში თამაშობს, რომელსაც თავიდან სამი ერი ეწოდებოდა, არგენტინის დამატების შემდეგ კი რაგბი ჩემპიონშიპი (სანზარი) ეწოდა. The Mirror წერს, რომ დებატები ექვსი ერის ფორმატზე, პლეი ოფის შემოღებაზე, ან გაფართოებაზე უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს. 

"ყველაზე ხშირად საქართველო სახელდება იტალიის შემცვლელ კანდიდატად - ბოლო 6 ტურნირში "აძურა" ბოლო ადგილზე ასრულებს. 2000 წლის მერე, რაც იტალია ექვს ერშია, გუნდმა 22 შემთხვევიდან 16-ჯერ ბოლო ადგილზე დაასრულა ტურნირი. რუმინეთი და პორტუგალიაც, რომლებიც ასევე ევროპის რანგით მეორე ტურნირში მონაწილეობენ, ასევე მოიხსენებოდნენ 6 ერში დამატების კანდიდატად. მაგრამ საქართველო, იგივე Lelos, თავს განსაკუთრებულად დაჩაგრულად იგრძნობს, თუ ექვსი ერი გაფართოვდება სამხრეთ აფრიკის ხარჯზე. 

"შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ინტეგრაცია სანაკრებო დონეზე, "ბოკე" უნდა შეუერთდეს ექვს ერს და გახადოს შვიდი ერი. ფინანსურად ეს ყველას ინტერესში შედის. ასევე, აფრიკელთა დამატება გაზრდის ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ირლანდიის, საფრანგეთისა და იტალიის სტანდარტებს. "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ტურნე ნათელი მაგალითია, რომ ეს კარგი იქნება ფანებისთვისაც, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ხანგრძლივ უქმეებს მოიწყობენ", - წერს სერ იან მაკგიკანი. 

კომენტარები

ბოლო ამბები