Thumbnail
  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს პირველობის ოქროს მედალს მეხუთედ შეუტევს
  • ტურნირი დღეს იწყება, პირველი ქართველი ძალოსანი კი ფიცარნაგზე 9 დეკემბერს გავა

დღეს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც გიორგი ასანიძის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები სოლიდური შემადგენლობით იქნება წარდგენილი.

წლის დასკვნით შეჯიბრში მონაწილეობას 10 ქართველი ძალოსანი მიიღებს, რომელთაგან პირველები ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი (ორივე - 61 კგ.) გავლენ (9 დეკემბერს). ქართველების სრული განრიგი ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა):

9 დეკემბერი, 18:00 სთ. 

61 კგ. შოთა მიშველიძე  
61 კგ. რამინ შამილიშვილი

10 დეკემბერი, 18:00 სთ.

73 კგ. კახი ასანიძე

13 დეკემბერი, 15:00 სთ.

89 კგ. რევაზ დავითაძე

14 დეკემბერი, 07:30 სთ.

96 კგ. ირაკლი გობეჯიშვილი

14 დეკემბერი, 12:00 სთ.

96 კგ. ანტონ პლესნოი

15 დეკემბერი, 12:00 სთ.

102 კგ. ზაზა ლომთაძე 
102 კგ. ირაკლი ჩხეიძე

17 დეკემბერი, 09:00 სთ.

+109 კგ. ბაქარ თურმანიძე

17 დეკემბერი, 15:00 სთ.

+109 კგ. ლაშა ტალახაძე

ცხადია, რომ მომავალ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრების ლიდერი კვლავაც ლაშა ტალახაძე იქნება, რომელიც ოქროს მედალს მეხუთედ შეუტევს, თუმცა, კვარცხლბეკზე ასვლის შანსი სხვებსაც აქვთ.

შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2019 წელს კი საქართველოს ნაკრების მონაგარი 3 მედალი იყო. ნათელია, რომ ტალახაძემ ოქრო დაისაკუთრა (მსოფლიოს 3 რეკორდით), ბრინჯაოს მედლებს კი დავითაძე და პლესნოი დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები