Thumbnail

'ეს დაბადებიდან აქვს' - ზლატანმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მასთან ერთად მითამაშია და რასაც აკეთებს, ვარჯიშის შედეგი არაა'
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩის კომენტარი Football Italia-სთან

იტალიური მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-სა და მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავებს – ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა. 40 წლის შვედმა ფეხბურთელმა ამის შესახებ Football Italia-სთან ისაუბრა:

“რთული არჩევანია. ისინი ორივენი ძალიან ძლიერები არიან. თუკი მაინც უნდა ავირჩიო, მესის დავასახელებდი. მასთან ერთად მითამაშია და რასაც აკეთებს, ვარჯიშის შედეგი კი არაა, არამედ დაბადებიდანაა”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში რონალდოს 12 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, ხოლო მესის ფრანგული ლიგა 1-ის 9 მატჩში მხოლოდ გოლი და 3 საგოლე გადაცემა უგროვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები