Thumbnail

ზიდანთან ერთად ვენგერიც? - პსჟ ლეგენდების დანიშვნას აპირებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პარიზული გრანდი ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
  • პსჟ-ს სურს, კლუბის სტრატეგიულ განვითარებას არსენ ვენგერმა უხელმძღვანელოს

ფრანგული პსჟ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას ცდილობს, რა შემთხვევაშიც კლუბში ლეგენდარული არსენ ვენგერის დასაქმების იმედიც აქვს.

49 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, რომელიც მადრიდის რეალის დატოვების შემდეგ უმუშევარია, პარიზელებთან პირველი მოლაპარაკებები უკვე აწარმოა და როგორც წერენ, ყველაფერი პოზიტიურად წარიმართა. ზიდანი თანახმაა, რომ მისი დანიშვნის შემთხვევაში, პსჟ-მ 72 წლის ვენგერიც მიიწვიოს, რასაც თავად კლუბი დიდი ხანია ცდილობს, ზიზუს ფაქტორი კი მიზნის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს.

თუკი ეს ტანდემი შედგა, ზინედინი პსჟ-ს გაწვრთნის, არსენი კი გუნდის სტრატეგიულ განვითარებაზე იმუშავებს. ეს, პარიზული გრანდის კატარელი მფლობელების ამბიციებს სრულად დააკმაყოფილებდა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი რეალს 2019-2021 წლებში ავარჯიშებდა, ვენგერმა კი სახელი ლონდონის არსენალში მუშაობით გაითქვა, სადაც 1996-2008 წლებში იყო დასაქმებული. ამჟამად, ის ფიფა-ში ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

კომენტარები

ბოლო ამბები