Thumbnail
  • ბერძენ ვარსკვლავს ტრავმა აწუხებს და მისი დაბრუნება საეჭვოა
  • სანდრო მამუკელაშვილს სასტარტო ხუთეულში დებიუტი მაიამისთან ჰქონდა

მილუოკი ბაქსის ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო ჯერაც ტრავმას იშუშებს და თუკი მოედანზე გასვლა ვერც კლივლენდ კავალიერსთან მატჩში მოახერხა, დიდი ალბათობით, NBA-ს მოქმედი ჩემპიონის სასტარტო ხუთეულში ისევ სანდრო მამუკელაშვილს ვიხილავთ. ამაზე Numberfire წერს:

“ანტეტოკუნმპოს ჯერაც აწუხებს წვივის უკანა მხარე, რის გამოც ბაქსის უკანასკნელი 2 მატჩი გამოტოვა. ბოლო ინფორმაციით, მისი დაბრუნება არც ისე შორსაა, თუმცა, გადაწყვეტილად ვერაფერს ვიტყვით. უახლოეს საათებში დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. თუკი იანისი ისევ მოედანს მიღმა აღმოჩნდა, სავარაუდოა, რომ სასტარტო ხუთეულში ისევ სანდრო მამუკელაშვილს ვიხილავთ”.

მილუოკელთა ქართველმა ახალწვეულმა სასტარტო ხუთეულში პირველად მაიამი ჰითთან ითამაშა და 21 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა. სანდრო მამუკელაშვილმა 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

სანდროს სასტარტო ხუთეულში დებიუტი მაიამისთან ჰქონდა

შეგახსენებთ, რომ მილუოკიმ 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანა და მართალია, რამდენჯერმე განვითარების ლიგის ბინადარ ვისკონსინ ჰერდში ათამაშა, მეტწილას NBA-ს მატჩებში იყენებს. ამ დროისთვის, მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 9.5 წუთი, 2.8 ქულა, 2.3 მოხსნა, 0.5 პასი.

მილუოკისა და კვლივლენდის მატჩი 7 ოქტომბრის დილას, თბილისის დროით 05:00 საათიდან არის დაგეგმილი და მას ბაქსის Fiserv Forum უმასპინძლებს. მამუკელაშვილის გუნდს 15 მოგება და 9 მარცხი გააჩნია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ლიდერები ბრუკლინი და ჩიკაგო არიან 16-16 გამარჯვებით.

კომენტარები

ბოლო ამბები