Thumbnail
  • თურქული წყაროს მიხედვით, ვალენსიას ტრაბზონსპორის მეკარის ყიდვა სურს
  • 'ღამურებს' გუნდში ოთხი მეკარე ჰყავთ, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი

თურქული Türkgün წერს, რომ ტრაბზონსპორისა და თურქეთის ნაკრების მეკარე უგურჯან ჩაქირის მიმართ ვალენსიამ ინტერესები განაახლა და საორიენტაციო თანხად 20 მილიონი ევრო დაასახელა. "ღამურებისგან" ჩაქირის შეძენის სურვილი რამდენიმე თვის წინ ტრაბზონსპორის პრეზიდენტმა აჰმეტ აღაოღულუმ გაასაჯაროვა. 

ფეხბურთელი და მისი მენეჯერი ჯერ არ ჩქარობენ, მიაჩნიათ, რომ სეზონის ბოლოს გაცილებით უკეთეს შეთავაზებას მიიღებენ. ტრაბზონსპორის პრეზიდენტმა კი საჯაროდ თქვა, რომ ვალენსიამ 5 მილიონი იჯარის სანაცვლოდ და გამოსყიდვის შემთხვევაში 12 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც თურქებმა უარი განაცხადეს. მათ ეროვნული გუნდის მეკარის გაყიდვა, მინიმუმ 20 მილიონ ევროდ სურთ. 

25 წლის უგურჯან ჩაქირს Transfermarkt 17 მილიონ ევროდ აფასებს და ამ მაჩვენებლით მირალემ პიანიჩის (18 მლნ)  შემდეგ თურქეთის სუპერლიგის უძვირფასესი მოთამაშეა. ჩაქირი თურქეთის ნაკრების ძირითადი მეკარე 2021 წელს გახდა, სუპერლიგაში კი მე-4 სეზონს ატარებს.

ვალენსიას კი ამჟამად 4 მეკარე ჰყავს, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი და ნიდერლანდების ნაკრების კარის დარაჯი იასპერ სილესენი. მოგეხსენებათ,  ესპანურ კლუბს მამარდაშვილის გამოსყიდვა 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 800 000 ევროდ შეუძლია, თუმცა ესპანური წყაროების მიხედვითაც, ვალენსიას ხელმძღვანელობაში ფიქრობენ...

კომენტარები

ბოლო ამბები