Thumbnail

'ბარსელონას ინტერესი სასიამოვნოა' - სალაჰმა მომავალზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მოჰამედ სალაჰის კონტრაქტი ლივერპულთან 2023 წლის ივნისში იწურება
  • მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან, ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული

ლივერპულის თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა კლუბთან კონტრაქტის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ეგვიპტელი შემტევი "ენფილდ როუდზე" დარჩენის სურვილს გამოხატავს, მაგრამ როგორც თვითონ თქვა, ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

"არაერთხელ ვთქვი, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ლივერპულში დარჩენას ვისურვებდი, მაგრამ გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუმცა შეთანხმება უნდა მოიძებნოს, ეს მათზეა დამოკიდებული", - თქვა სალაჰმა.

მო და ლივერპული შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ

უცხოურმა პრესამ 29 წლის ვარსკვლავი ბოლო პერიოდში ბარსელონასაც დაუკავშირა, რაც "მოსთვის" სასიამოვნოა და არაფერი გამორიცხა:

"დიახ, წავიკითხე რომ ჩავი ჩემი შეძენით დაინტერესებულია. მახარებს იმის ცოდნა, რომ ბარსელონას მსგავსი გუნდი ინტერესს იჩენს, მაგრამ ლივერპულში ბედნიერი ვარ და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება", - აღნიშნა ეგვიპტელმა.

მოჰამედ სალაჰი ლივერპულში 2017 წლის ზაფხულში, იტალიური რომადან გადავიდა და მას შემდეგ 223 მატჩში 144 გოლი გაიტანა. ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი ძალაში 2023 წლის ზაფხულამდეა, ჯერჯერობით, მხარეებს მისი განახლების შესახებ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები