Thumbnail

'მანქანის ჯავშნის გამო იჩხუბა' - ქუბრიაშვილის კონფლიქტი TOP 14-ში

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • პერპინიანის პირველხაზელმა მონპელიესთან წაგებულ შეხვედრაში იჩხუბა
  • გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ქართველის კონფლიქტის თემაზე იხუმრა

პერპინიანის 35 წლის ქართველმა ფორვარდმა დავით ქუბრიაშვილმა საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო ჩემპიონატის, TOP 14-ის მეთორმეტე ტურში, მონპელიესთან გამართულ შეხვედრაში მოწინააღმდეგის მეორეხაზელ ბასტიონ შალურუსთან იჩხუბა. მწვრთნელის თქმით, კონფლიქტის მიზეზი მანქანის დაჯავშნის საკითხი იყო…

პერპინიანის მთავარი მწვრთნელი პატრიკ არლეტასი ფრანგი ჟურნალისტების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაა, რადგან მისი ყოველი ინტერვიუ და პრესკონფერენცია "ტკბილეულის" გარეშე არ ჩაივლის ხოლმე. ამჯერადაც ასე იყო: 

"როგორც მითხრეს, ქუბრიაშვილისა და შალურუს ჩხუბი მანქანის დაჯავშნის საკითხის ირგვლივ წარიმართა. დუდუს ავტომობილი დაუჯავშნია, შალურუს კი წაუყვანია. ამის შემდეგ ისევ არევიათ: ერთმა დაზღვევა საკუთარ სახელზე გააფორმა, საბუთები კი მეორემ წაიღო. როგორია, მანქანის იმედი რომ გაქვს, ფულს გადაიხდი და მერე ფეხით მოგიწევს წასვლა?! ჰო და ქართველი გაბრაზდა, ასეთი რამეები არ მოსწონს", - ციტირებს არლეტასს L'Indépendant. 

ქართველსა და ფრანგს შორის კონფლიქტი მატჩის ბოლოს მოხდა, მსაჯმა ორივე მათგანს ყვითელი ბარათი 73-ე წუთზე უჩვენა. ქართველის გუნდი კი 18 მოპოვებული ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა...

კომენტარები

ბოლო ამბები