Thumbnail

ჯერვონტა დევისის მძიმე გამარჯვება - ტანკს ამჯერად ძალიან გაუჭირდა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჯერვონტა დევისმა ისააკ კრუზი ქულებით დამარცხა
  • ეს მის კარიერაში ყველაზე რთული ბრძოლა იყო
  • ეს გამარჯვება ზედიზედ 26-ე იყო დევისის კარიერაში

ჯერვონტა დევისმა თავისი კარიერის ყველაზე რთული ბრძოლა ჩაატარა. ისააკ კრუზის წინააღმდეგ ამერიკელი "ტანკი" ფავორიტი იყო, თუმცა იმაზე მეტად იწვალა, ვიდრე ბევრს ეგონა და საბოლოოდ მხოლოდ ქულებით გაიმარჯვა. სამივე მსაჯმა გამარჯვება მას მიაკუთვნა - 116:112; 115:113 და 115:113.

აქამდე თავის კარიერაში დევისს, რომელიც საკრივო სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ახალგაზრდა ვარსკვლავია 26 გამარჯვებით და არცერთი მარცხით, ქულებით გამარჯვება მხოლოდ ერთხელ დასჭირდა. შორეულ 2014 წელს მან ქულებით ხერმან ივან მერასის წინააღმდეგ გაიმარჯვა, სხვა ყველა შემთხვევაში კი ნოკაუტით მოიგო.

კრუზმა ძალიან აგრესიულად დაიწყო და მექსიკელმა რამდენჯერმე კარგადაც მოარტყა, თუმცა დევისი, რომელიც მეივეზერის მოწაფეა, დაცვაში კარგად გამოიყურებოდა და საბოლოოდ უფრო ხშირადაც იყო ზუსტი. "ტანკმა" გაამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ მეხუთე ან მეექვსე რაუნდში მარცხენა ხელი იტკინა და ამან ბრძოლის კარგად ჩატარებაში ხელი შეუშალა.

ბრძოლა ლოს ანჯელესის "სტეიპლს ცენტრში" გაიმართა და იგი დევისისთვის არცთუ ისე ტრადიციულ 61 კილოგრამდე წონით კატეგორიაში ჩატარდა. დევისმა ამ ბრძოლისთვის ჩვეულებრივზე მეტი დაიკლო. სავარაუდოდ, შემდეგ ბრძოლებს იგი უფრო დიდ წონით კატეგორიაში იბრძოლებს.

ეს "ტანკის" ზედიზედ 26-ე გამარჯვება იყო. ექსპერტები მის შემდეგ ბრძოლაში რაიან გარსიას და დევინ ჰეინის ელოდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები