Thumbnail

24 გოლი და 18 ასისტი - ბეგლარიშვილის სუპერსეზონი და ჩემპიონის ტიტული

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლევადია ესტონეთის ჩემპიონი 2014 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეათედ გახდა
  • ტალინელთა ამ წარმატებაში 31 წლის ქართველი ფორვარდის წვლილი ძალიან დიდია

ზაქარია ბეგლარიშვილის ტალინის ლევადია ესტონეთის ჩემპიონი გახდა. სეზონის ბოლო ტურში ტალინელები სტუმრად უშუალო კონკურენტ ფლორას შეხვდნენ და ჩემპიონობისთვის ფრეც ჰყოფნიდათ.

საბოლოოდ ლევადიამ მიზანს მიაღწია - ორჯერ იგებდა (1:0, 2:1), მატჩი კი 2:2 დასრულდა, რის შედეგადაც ბეგლარიშვილის გუნდმა 78 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ქულით გაასწრო ფლორას.

31 წლის ქართველი ფეხბურთელი გუნდის უპირობო ლიდერი იყო და ესტონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 32 მატჩში თავი 24 გოლით და 18 საგოლე პასით გამოიჩინა! შესაძლოა, ესტონეთის ჩემპიონატი არცთუ ისე ძლიერი იყოს, მაგრამ მსგავსი სტატისტიკა მაინც გამოსარჩევია.

ლევადიამ ესტონეთის ჩემპიონატი მეათედ მოიგო

მიუხედავად ასეთი შედეგიანობისა, ზაქარია ბომბარდირი ვერ გახდა - მეორე ადგილზე გავიდა და 2 გოლით ჩამორჩა ჰენრი ანიერს. საგოლე პასებში კი ქართველი ფეხბურთელი უკონკურენტო იყო. აღსანიშნავია, რომ ბეგლარიშვილი 2010-2018 წლებში სწორედ ფლორას ღირსებას იცავდა, მერე  უნგრეთსა და ფინეთში ითამაშა, წელს კი ესტონეთში დაბრუნდა.

ლევადია ესტონეთის ჩემპიონი 2014 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეათედ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები