Thumbnail

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა ნცაა-ს საკმაოდ ძლიერ კლუბ კრეიტონ ბლუჯეისში გადაბარგების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

კრეიტონელებმა აიოვა სტეიტს მშობლიურ უმასპინძლეს და ამ მატჩს 18 294 (!) მაყურებელი დაესწრო, ასე რომ, იოლი წარმოსადგენია, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელს თამაში რა გარემოში მოუწია.

ანდრონიკაშვილმა კრეიტონულ კარიერაში ყველაზე მეტი – 18 წუთი ითამაშა და როგორც ქულებში (6), ასევე ჩაჭრებში (4) პირადი რეკორდები დაამყარა.

ქართველმა ლეგიონერმა 3-დან 1 სამქულიანი, ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში 1 მოხსნა და 2 პასიც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი.

სათქმელია ისიც, რომ რატიმ ერთ-ერთი ჩაჭრის მერე თითქმის მთელი მოედანი გადაკვეთა და ეფექტური სლემი შეასრულა, სამქულიანი კი ლამის 8 მეტრიდან ჩააგდო.

კრეიტონ ბლუჯეისმა თამაში 58:64 წააგო და მიმდინარე სეზონში მოპოვებული 7 გამარჯვების წილ ეს გუნდის მხოლოდ 2 მე-2 მარცხი იყო. ანდრონიკაშვილისა და მის თანაგუნდელებს მომდევნო მატჩი 11 დეკემბერს ბრიგჰემ იანგის უნივერსტეტთან ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები