Thumbnail

'ბუფონს ჩემი ნომერი გამოართვა' - კასანოს კომენტარებმა, კრიშტიანო გააღიზიანა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ანტონიო კასანომ რონალდო გააკრიტიკა
  • იტალიელის აზრით, კრიშტიანო მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს

იტალიის ნაკრების ყოფილი წევრი, ანტონიო კასანო ამბობს, რომ კრიშტიანო რონალდო წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთის ლეგენდამ, კასანოს შეტყობინება გაუგზავნა და 'მეტი პატივისცემა' მოთხოვა.

კასანო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პირდაპირობით და ეს არც კრისტიან ვიერის ონლაინ გადაცემაში სტუმრობისას დაუმალავს. რომას და რეალის ყოფილმა მოთამაშემ განაცხადა, რომ კრიშტიანოს მხოლოდ საკუთარი გოლები აინტერესებს.

"მას არ ადარდებს სხვები, მხოლოდ თავისი თავი და თავისი გოლები. ფეხბურთისთვის კი არ ცხოვრობს, მხოლოდ გოლებს ითვლის და ეს მგონი ნათლად ჩანს." - ამბობდა კასანო. "მესი, პელე, მარადონა, კრუიფი და ფენომენი რონალდო - სხვა დონეზე არიან. ჩემთვის ის ხუთეულშიც კი არ შედის."

ამ კომენტარებზე, როგორც ჩანს რონალდო გაბრაზდა და კასანოს შეტყობინება გაუგზავნა. "ტექსტი მომწერა, მეუბნებოდა, რომ მეტი პატივისცემა გამომეჩინა იმის გამო, რომ ამდენი თასი აქვს მოგებული და ამდენი გოლი აქვს გატანილი..."

"მერე ეს ფაქტი გადავამოწმე, ჯანლუიჯი ბუფონს ვკითხე და თურმე ჩემი ნომერი გუნდში მართლა მოუკითხია. პასუხიც დავუბრუნე, მოეშვი მეთქი და ვუთხარი, რომ მაგალითი მესისგან აეღო, რომელსაც მსგავსი საუბრები არ ადარდებს."

კომენტარები

ბოლო ამბები