Thumbnail

'შეშფოთებულები ვართ, დრო გადის' - ფიბა ქართული მხარის მზადყოფნით უკმაყოფილოა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს ფიბას დელეგაცია სტუმრობს
  • ფიბას დირექ ტორის კამილ ნოვაკის მწვავე კომენტარი

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფიბას პრეზიდენტი ჰამან ნიანგი, გენერალური მდივანი ანდრეას ზაგკლისი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი, ფიბა ევროპის პრეზიდენტი თურდაი დემირელი და ბორდის წევრები ესტუმრნენ.

ბუნებრივია, ფიბას უმაღლესი რანგის წარმომადგენლების სტუმრობის მთავარი მიზეზი იმის შემოწმებაა, თუ როგორ ემზადება საქართველო ევრობასკეტ 2022-ისთვის, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი. 

საქართველოს ხელისფულების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ფიბას წარმომადგენლები ევრობასკეტ 2022-ისთვის მშენებარე დარბაზს ესტუმრენ და მიმდინარე მზადება თავად შეამოწმეს. როგორც ჩანს, ფიბა უკმაყოფილოა ორგანიზატორების მზადებით, რასაც ფიბას აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის ეს კომენტარიც ადასტურებს.

კამილ ნოვაკი (ფიბას აღმასრულებელი დირექტორი): "პრემიერ-მინისტრის ოფისიდან ახლახან მოვედით, სადაც დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ მას მერე, რაც გაწეული სამუშაოები ვნახეთ. აქ ბოლოს მარტში თუ აპრილში ვიყავი. მჯერა, რომ ახლა საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა და ცდა, რომ ეს შენობა დროულად დასრულდეს. კონსტრუქციების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ შენობის თავსახური დასრულებული უნდა ყოფილიყო. ამიტომაც ვამბობ, რომ სერიოზული ძალისხმევა დაგვჭიდება, დრო გადის! 

გვესმის, რომ თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ დარბაზს თებერვლის ფანჯრის სანაკრებო მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა, უკვე არარეალურია. ახალი მიზანი ივნისი-ივლისის ფანჯარაა, აქ ყველაფერი მზად უნდა იყოს. რომ თამაშები ჩატარდეს სატესტო ტურნირზე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ვნახე, იმის გათვალისწინებით, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. უნდა წინ წავიწიოთ და დავასრულოთ საქმე". 


შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება და საქართველო ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელია. ევრობასკეტი ამ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა. რომ არა ეს, როგორც აღმოჩნდა, საქართველო ახალი დარბაზის მშენებლობას ვერ მოასწრებდა და დიდი ალბათობით, მასპინძლობის უფლებასაც დაკარგავდა. თუმცა დღევანდელი კომენტარის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები