Thumbnail

'ძალიან აწუხებს' - პსჟ-ში მესის პრობლემა სუარესმა გაამხილა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონაში ყოფილი თანაგუნდელები მეგობრობას აქამდე აგრძელებენ
  • არგენტინელმა ურუგვაელს უთხრა, რა აწუხებს ყველაზე მეტად პარიზში 

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიონელ მესის თანაგუნდელი იყო ბარსელონაში, პსჟ-ის არგენტინელ სუპერვარსკვლავზე ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც ლეოსთან მეგობრობას დღემდე აგრძელებს, პარიზში ადაპტაციასთან დაკავშირებით მესის პრობლემას ასახელებს.

"ლამის ყოველდღე ვსაუბრობთ, მაგრამ ვცდილობთ გვერდი ავუაროთ მომავალზე მსჯელობას, რადგან ფეხბურთელები ვართ და ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ მომენტებში. ვლაპარაკობთ მატჩებზე, ჩვენს ოჯახებზე. ერთხელ მესიმ მითხრა, რომ ძალიან აწუხებს ასეთი ყინვასა და თოვლში თამაში. საფრანგეთში სიცივეს შეჩვევა სჭირდება და ეს მართლაც ასეა", - ამბობს ლუის სუარესი.

ლიონელ მესი პარიზში ბარსელონიდან გასულ ზაფხულს გადაბარგდა, თუმცა გულშემატკივრების აზრით, ფრანგულ კლუბში თავისი მაქსიმუმის ჩვენებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ფრანგული კლუბის მაისურით ყველა ტურნირის 12 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

ლუისი და ლიონელი მეგობრობას დღემდე აგრძელებენ

ახლახან პარი სენ-ჟერმენისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა კარიერაში მე-7 “ოქროს ბურთი” მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები